Sunday, December 22, 2013

მე-9 დღის რეფლექსია

     ტრენინგის   თითოეულმა   მონაწილემ წარმოვადგინეთ ჩვენი პორტფოლიოს პრეზენტაცია . ვუპასუხეთ  ჯგუფის წევრების კითხვებს და მივაწოდეთ ერთმანეთს   რეკომენდაციები.შევაჯამეთ ტრენინგის სრული კურსი . ტრენინგი საკმაოდ ნაყოფიერი და  ახალი ინფორმაციის მომცემი ღმოჩნდა.                                   

Saturday, December 21, 2013

მე-8 დღის რეფლექსია

                                             
აქტიურად გამოვიყენეთ ფასილიტაციის ტექნოლოგიები.შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ.ფასილიტაციის რესურსებიდან ჩამოვტვირთე პრეზენტაცისა  და პუბლიკაციის ნიმუშები და განვათავსე ფასილიტაციის მასალებში.
დავასრულე პროექტის გეგმა და ავტვირთე ბლოგზე.

პროექტის პორტფოლიო








Sunday, December 15, 2013

მე-5 მოდულის რეფლექსია

შევიმუშავეთ და ადაპტაცია გავუკეთეთ ჩვენი პროექტების შესაბამის შეფასების რუბრიკებს.რუბრიკები განვათავსეთ ახალ სლაიდზე,რომელიც დავამატეთ ჩვენს პროექტს კერძოდ ფაილების სახით ჩავსვით პრეზენტაციაში. ჩვენს ბლოგზე განვათავსეთ სურათები,რომელიც გადავიღეთ ტრენინგზე მუშაობის პროცესში.ასევე ახალ გაჯეტებზე განვათავსეთ ინტელის ლოგო ,სურათები და სტატისტიკის გაჯეტი.

Friday, December 13, 2013

4 მოდულის რეფლექსია

როგორ შეიძლება  გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის?

 ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლეს შეუძლია მოამზადოს  და წარმოადგინოს მრავალფეროვანი და საინტერესო პრეზენტაცია.უმოკლეს დროში თავი მოუყაროს შესაბამის ინფორმაციას.ააწყოს სლაიდები თანდართული სურათებით.
   მე,როგორც პედაგოგი, შეფასების დროს აუცილებლად ვითვალისწინებ მოსწავლის ნამუშევარში რამდენად სწორად, საინტერესოდ და სრულყოფილად არის წარმოდგენილი სლაიდები.ყურადღებას ვამახვილებ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე. 

მოსწავლის პრეზენტაცია


მოსწავლის პრეზენტაცია